03:08 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 14:14:07, 813 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლების გაუმჯობესებას

„სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების ფარგლებში, შეიქმნა კვალიფიციურ სათესლე და სანერგე მეურნეობების ერთიანი რეესტრი (მონაცემთა ბაზების პროგრამული უზრუნველყოფა). 2022 წელს, სერტიფიცირებული სათესლე მასალის რაოდენობამ შეადგინა 1400 ტონა, ხოლო სერტიფიცირებული სარგავი მასალის რაოდენობამ 1.3 მლნ ნერგი.

გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics