|
2023-04-13 14:41:13, 1555 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვან ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდში მოზარდის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვან ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 20 ნოემბერს, ზუგდიდში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს დანით ორი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის დროს სხვა პირებთან ერთად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)