20:25 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 14:04:25, 987 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეებისთვის სასწავლო კურსი იმართება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რაჭა-ლეჩხუმის მეღვინეებისთვის ერთკვირიანი პროფესიული სასწავლო კურსი ქალაქ ამბროლაურში იმართება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ერთკვირიანი სასწავლო კურსს რეგიონის  70-მდე მარნის წარმომადგენელი ესწრება.

"მონაწილეები ინფორმაციას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, მევენახეობის საფუძვლები, ვენახების კადასტრი, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, ღვინის ეტიკეტირება, მარკეტინგი და სერტიფიცირება დარგის სპეციალისტებისგან იღებენ.

აღნიშნული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მცირე მარნების განვითარებისთვის. პროფესიული სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. პროფესიული სასწავლო კურსი ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ჩართულობით ტარდება.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი წინ უსწრებს ამბროლაურში, მიმდინარე წლის ივლისში  დაგეგმილ რიგით მეორე ღვინის ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც რაჭა-ლეჩხუმის  ღვინის საწარმოებისა და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ ფესტივალზე მოწვეულ ევროპელ სომელიეებს, იმპორტიორებსა და ქართველ ექსპორტიორებს, რომლებიც რეგიონის ღვინის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულნი. რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობაა",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics