|
2023-04-02 17:47:55, 987 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გრიგოლია - დღეს სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით უარესი, ვიდრე მაისში, როცა კლინიკაში შემოვიდა
ათი თვის მკურნალობის შედეგად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით უფრო უარესი, ვიდრე მაისში, როცა ის შემოვიდა ამ კლინიკაში,- ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც გრიგოლიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, უმჯობესი იქნება, თუ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. "თუ ჩვენ გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რომ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მე მგონია, რომ საქართველოს პირობებში, სადაც ის თავს გრძნობს პატიმრად, სადაც არ ეხსნება ის სტრესი, რამაც გამოიწვია დაავადება, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე რეზულტატი აბოსლუტურად", - თქვა გიორგი გრიგოლიამ. ცნობისთვის, დღეს მესამე პრეზიდენტთან სახალახო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ. "ვივამედში" კონსილიუმის შესვლას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ ის კონსილიუმის წევრებს მოენახულებინათ. მანამდე, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხცადა, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში ომბუდსმენი არ ერევა. იოსელიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)