|
2023-04-02 13:47:38, 926 ნახვა
სამართალი
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი პაატა გოგალაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. უფლებამდაცველის თქმით, ბრალდებული აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასტუმროში, თანხის წაგების შემდეგ ხანძარი გააჩინა, სიმართლეს არ შეესაბამება. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. შეუძლებელია, ასეთი კატეგორიის დანაშაულზე მოხდეს რამე წინასწარ, რომელიც დაადასტურებდა ადამიანის ბრალეულობას. ვერსია, რომელიც მუსირებს, რომ თითქოსდა კაზინოში მან წააგო რაღაც თანხა და შემდეგ გაბრაზებულმა გადაწვა ობიექტი, ბრალდებულის განცხადებით, ეს არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი გუშინ, 1-ელ აპრილს დააკავა. უწყება 1995 წელს დაბადებული ა.ლ-ს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)