19:40 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 12:27:28, 879 ნახვა

საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში აქცია მიმდინარეობს

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში მედიკოსების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან საავადმყოფოს წარმომადგენლები, რომელთა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას კვლავ რესპუბლიკურის შენობის შენარჩუნება წარმოადგენს.

სამედიცინო დაწესებულების ეზოში ასევე იმყოფებიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც რესპულიკური საავადმყოფოს ექიმებს სოლიდარობას უცხადებენ.

"ჩემთვის მოულოდენელი და შოკისმომგვრელი იყო ეს განაცხადი, რომ უნდა დაინგრეს. როგორ შეიძლება ამ საავადმყოფოს დანგრევა. ეს არის ქართული მედიცინის ისტორია. ძალიან ვთხოვ მთავრობას, მოვიდეს გონს, ასე არ შეიძლება ყველაფრის განადგურება. ვთხოვთ მთავრობას კიდევ ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელებთ ასე და არავის შევუშვებთ შიგნით", - განაცხადა "მთავარ არხთან" საუბრისას ექიმმა, ლალი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რესპულიკური საავადმყოფოს ნგრევა დაანონსდა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, მედპერსონალის შენარჩუნების, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა და კლინიკის დირექტორის, ზაზა ავალიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს მართავენ.

ღია წერილი, რომელშიც კლინიკის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, 21 მარტს გავრცელდა.

27 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. ამავე დღეს, აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი და თქვა, რომ პერსონალს მომდევნო კვირას შეხვდებოდა.

გუშინ, 1-ელ აპრილს, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, მედპერსონალის დასაქმებასა და ანაზღაურების გადახდაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დასაქმება ვერ მოხდება, პასუხისმგებლობას იღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics