|
2023-03-31 15:55:12, 919 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურს „Med-Vet-Net Association”-ის წევრის სტატუსი მიენიჭა
„Med-Vet-Net Association” აერთიანებს 10 საზოგადოებრივ და 11 სურსათის/ვეტერინარულ ინსტიტუციას ევროპის 14 ქვეყნიდან და მიზანად ისახავს ვეტერინარული და სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების ქსელის გაფართოებას ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, რაც ხელს უწყობს „One Health – One Medicine” დღის წესრიგის განვითარებას. ასოციაციის მმართველობითი საბჭოს შეხვედრას, რომელიც ავსტრიაში, ქალაქ ვენაში გაიმართა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევითი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ვეტერინარიის კვლევის სამსახურის უფროსმა ლევან ციცქიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფრასტრუქტურის, მიზნებისა და საქმიანობას შესახებ. „ასოციაციის მმართველობითი საბჭოს შეხვედრაზე, განვიხილეთ პროექტები, რომელთა შესრულებაშიც ჩართულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახური და რომელთა თემატიკაც დაკავშირებულია „ერთი ჯანმრთელობის“ კონცეფციასთან. ასოციაციის მმართველობითი საბჭოს ჩვენ შევთავაზეთ, ასოციაციის წევრების მონაწილეობით შეიქმნას კონსორციუმი, რაც ასოციაციას მისცემს საშუალებას, მოამზადოს და წარადგინოს საგრანტო წინადადება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის („Horizon Europe“) ფარგლებში. აღნიშნულმა წინადადებამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მოწონება. მიღებულია გადაწყვეტილება, დაიწყოს მუშაობა კონსორციუმის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოდგენილი იქნება როგორც სრულუფლებიანი წევრი“, - აღნიშნა ლევან ციცქიშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)