|
2023-03-30 15:02:32, 990 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მედიათეკების დაარსებიდან 10 წელი შესრულდა
თბილისის მედიათეკების დაარსებიდან 10 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიება ვაკის მედიათეკაში გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მწერლები ანა კორძაია-სამადაშვილი, ნესტან ნენე კვინიკაძე და არჩილ ქიქოძე, რომლებმაც წარმართეს დისკუსია წიგნის კითხვისა და განათლების თემაზე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გამომცემლები, მწერლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიათეკების წევრები. "ღონისძიებაზე, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა მედიათეკების ის თანამშრომლები, რომლებიც ამ დაწესებულებებში მისი დაარსების დღიდან მუშაობენ, ასევე დაჯილდოვდა რამდენიმე გამორჩეულად აქტიური მკითხველი. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი. როგორც მან თავის სიტყვაში აღნიშნა, თბილისში ამჟამად კიდევ სამი მედიათეკა შენდება და მიმდინარე წელს ვარკეთილის, ზღვისუბნისა და დიდი დიღმის მოსახლეობას თანამედროვე საბიბლიოთეკო და სამუშაო მულტიფუნქციური სივრცე ექნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვაკის მედიათეკაში გაწევრიანება მსურველისთვის უფასო იყო. თბილისის მედიათეკები მუდმივად მასპინძლობს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს, კონფერენციებს, პანელურ დისკუსიებს, შეხვედრებს მწერლებთან და წიგნის პრეზენტაციებს", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)