|
2023-03-29 12:37:31, 798 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - როგორც კი კონსილიუმი შემოვა და დადებენ დასკვნას, საქმე მაშინვე წავა სტრასბურგში
როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა და დადებს დასკვნას, მაშინვე საქმე წავა სტრასბურგში,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ალასანიას თქმით, პოლონელი ექიმები სააკაშვილის მოსანახულებლად დიდი ხანია მზად არიან, მაგრამ სხვა დეტალები, მისთვის უცნობია. "იძახიან, რომ იკლებს, ხან იძახიან, რომ იმატებს. თურმე არ ჭამს, მაგრამ იმატებს. ეს როგორ ხდება?! მე ვხედავ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ცარიელი ძვალი და ტყავია ადამიანი. ვერ მოძრაობს, არანაირი ძალა აღარ აქვს საერთოდ. ყოველ წუთში შემოდის ექთანი, რაღაც ტაბლეტებს აძლევს და არასოდეს გამიგია, რომ რამეზე უარი ეთქვას. პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს ჩემი ინიციატივით არ ყოფილა. ვიცი, რომ ისინი მზად არიან, აქვთ გამზადებული სპეცრეისი, შესაბამისი აღჭურვილობით, რომ საჭირო ანალიზები ჩატარდეს. როგორც კი სახალხო დამცველის კონსილიუმი შემოვა, ეს ადამიანები, რომლებიც არაერთხელ ყოფილან და კარგად იციან პაციენტის მდგომარეობა, როგორც კი ესენი შემოვლენ და დადებენ თავიანთ დასკვნას, მაშინვე წავა სტრასბურგში",- განაცხადა ალასანიამ. ცნობისთვის, 28 მარტს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია, ამ პროცესს მისი მხირდან არანაირი შეფერხება არ ემუქრება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)