|
2023-03-28 12:54:06, 884 ნახვა
საზოგადოება
მაია ასათიანი - დროა, გავბედო მეც! ME TOO! ოღონდ, ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს
ჟურნალისტი მაია ასათიანი აცხადებს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სექსუალურად ავიწროებდნენ. ასათიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სძულს ის შიში, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გაჩუმებას აიძულებდა. "პირველი განცდა, ამ დროს რომ გეუფლება, არის ეჭვი, იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო, მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება, საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს, რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ... მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიპყრობს, ცდილობ თავი დაიცვა, დერეფანში რომ დაინახავ, კედელს ეკვრი, სადმე შორს თუ მოკრავ თვალს, სწრაფად გარბიხარ, საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს, რამდენიმე მეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული გაქვს, ცდილობ, არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო... მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან თუ არ... რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები? იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ, ეს რომ გაგიბედეს, იმიტომ, რომ, როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი, ვუთხარი იმიტომ, რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე. მერე წლები გავიდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი გავხდი, ჩემს გარშემო ამ მამაკაცის შევიწროვებული სხვა ქალებიც ვნახე. ყველას სძულდა მისი ცხოვრების ის მონაკვეთი, არც ერთ მათგანს არ უნდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ვერ გავბედე მეც. მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიძულებდა, ერთმა პატარა გოგომ გაბედა, დროა გავბედო მეც! ME TOO!!! ოღონდ, ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!",- წერს ასათიანი. ცნობისთვის, 20 მარტს, ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. ჯაბუას შემდეგ, რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. აღნიშნული განცხადებების შემდეგ თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართაც, რომელმაც 2016 წელს, რამიშვილს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლა და დავა მოიგო.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)