|
2023-03-28 12:28:58, 702 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიხსნა
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით, დედაქალაქის საკრებულოში ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის - Eurodesk შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიხსნა და მას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი მატიე ორფანიდესი, „ევროდესკის“ პრეზიდენტი ლორენა ბარიჩი, ბრიუსელის ოფისისა და ქსელის წევრი ქვეყნების ეროვნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელები დაესწრნენ. „მოხარული ვარ, რომ თბილისი მასპინძლობს „ევროდესკის“ ქსელის შეხვედრას და გენერალურ ასამბლეას. ვფიქრობ, ღონისძიების თბილისში ჩატარება ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად განავითარებს და გააღრმავებს. „ევროდესკის“ ქსელის წევრობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ქართველ ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, იმოგზაურონ და ისწავლონ ევროპაში, მიიღონ გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობა, შეიძინონ ევროპელი მეგობრები, ახალი თანამშრომლობა ჩამოაყალიბონ, განახორციელონ ერთობლივი პროექტები. თბილისის მერია ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. „შეხვედრებზე, რომელიც 28-31 მარტს გაიმართება, ახალგაზრდული ქსელის სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. მათ შორის, იმსჯელებენ საქართველოს როლის გაძლიერებაზე, ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და ამ პროცესში ქართველი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაზე. ასევე, დაგეგმილია დისკუსიები, პრეზენტაციები, ანგარიშების განხილვა და სოციალურ-კულტურული აქტივობები. „ევროდესკი“ ევროპის მასშტაბით სასწავლო მობილობის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და ტრენინგების მიმართულებით სხვადასხვა შესაძლებლობასა და რესურსს აერთიანებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)