|
2023-03-27 18:20:10, 917 ნახვა
საზოგადოება
PSP-ს განცხადება - ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა
საზოგადოებას ბოლო დღეებში არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია მაღალჩინოსნებისგან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ონკოლოგიურ პრეპარატებზე მაღალი მარჟის გამო. ჩვენ, კომპანია PSP-ს, არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების ფასწარმოქმნა კომპანიის მოგებაზე ორიენტაციით არ ხდება, ხშირ შემთხვევებში თვითღირებულებით მიგვიწოდებია ეს მედიკამენტები მომხმარებლისთვის მათი აქტუალობის და მწარმოებლის ძვირი ფასის გამო. ჯანდაცვის მინისტრმა 25 მარტის შაბათის ეთერში განაცხადა რომ: „ფასები გადამოწმდა იმპორტის ღირებულებებითაც და სამწუხაროდ 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირია საიმპორტო ფასთან შედარებით“ და რომ “1000 ლარიანი მედიკამენტი ….. მოულოდნელად 3000 ლარი გახდა”. მედიკამენტ აფინიტორის ღირებულება არა თუ 3-ჯერ გაიზარდა, არამედ მისი ღირებულება შემცირებულია 10% მდე. აღნიშნული მედიკამენტის იმპორტის ღირებულება 2022 წლის განმავლობაში 841,47 აშშ დოლარია და ლარში მისი თვითღირებულება იცვლებოდა იმპორტის თარიღის და მიმდინარე კურსის მიხედვით, შესაბამისად მისი თვითღირებულება ყოველთვის აღემატებოდა 1000 ლარს. თვალსაჩინოებისთვის ცხრილის სახით წარმოგიდგენთ ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებულ ფასებს და ინფორმაციას მედიკამენტის გაცემის შესახებ.
წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, მარტივია დავინახოთ რომ 1 წლის განმავლობაში კომპანია PSP-მ კონკრეტული ერთი ონკოლოგიური მედიკამენტი სახელმწიფოს 15 616 ლარის ზარალით მიაწოდა. ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა, მომხმარებლის საჭიროებიდან და მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, კომპანიას არასდროს შეუჩერებია და არ შეაჩერებს მედიკამენტების შემოტანას.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)