21:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 16:43:14, 807 ნახვა

სამართალი
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი მოქმედი პოლიციელია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი  მოქმედი პოლიციელია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე  განაცხადა.
მისივე თქმით, მკვეთთან დაკავშირებით ვერსიები არსებობს, თუმცა ვინაობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გახდება. 

„გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე დაკავებულია მხოლოდ შემსრულებელი, ანუ პიროვნება, რომელმაც ხელყუმბარა დადო და რომლის აფეთების შედეგადაც იური ვაზაგაშვილი დაიღუპა.  შესაბამისად,  ამ ეტაპზე მე დამკვეთებზე ვერ ვისაუბრებ. არსებობს ვერსიები, რომლებზეც საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ.  რა თქმა უნდა შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“,

რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მვკლელობას, შოთაძის თქმით, ერთ–ერთი ვერსიით ის ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics