|
2023-03-25 10:45:19, 632 ნახვა
საზოგადოება
სერჟანტთა აკადემია 20 წლისაა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სერჟანტებს აკადემიის იუბილე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცეს და სიტყვით მიმართვისას სერჟანტთა აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ";?ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. ასევე, სერჟანტები დაჯილდოვდნენ მედლებით - "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის" და "გიორგი ანწუხელიძე’’. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)