|
2023-03-21 10:31:28, 1447 ნახვა
საზოგადოება
„გაორმაგებული გზავნილები“- „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო
„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი აქციების შეთავაზებით მომხმარებლის წახალისებას ცდილობს. ამჯერად ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი აქცია - „გაორმაგებული გზავნილები“ დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც აქციის მოქმედების პერიოდში საერთაშორისო ფულად გზავნილს მობილბანკში მიიღებს და მის მიერ განაღდებული გზავნილი რიგითობით მე-10 000 აღმოჩნდება, საჩუქრად თანხის ერთმაგ ოდენობას მიიღებს, თუმცა თანხა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს. მაგალითად, თუ მომხმარებელი მობილბანკის მეშვეობით 300 $-ს გაანაღდებს, რომელიც მე-10 000 აღმოჩნდება, ის გაორმაგებულ თანხას, ანუ ჯამში 600 $-ს მიიღებს (ექვივალენტს ლარში) ხოლო, 4 000 $-ის შემთხვევაში ანგარიშზე 3 000 ლარი ჩაერიცხება. საერთაშორისო ფულადი გზავნილების განაღდებასთან დაკავშირებულ აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ფულადი გზავნილის მიმღებ პირებს, რომლებიც გზავნილს „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში გაანაღდებენ. „საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებს ახალ და საინტერესო აქციებს სთავაზობს. ამჯერად ის, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილით ისარგებლებს და თანხას „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში გაანაღდებს, საჩუქრის სახით გზავნილის ერთმაგ ოდენობას მიიღებს. საჩუქარი ყოველ კვირაში ერთხელ, ერთ იღბლიან მომხმარებელს, მობილბანკში გზავნილის განაღდების დღესვე დაერიცხება. აქციის ფარგლებში საჩუქრის გადაცემისას, მომხარებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მის სახელზე ან ანგარიშზე დავალიანება ფიქსირდება. აქციის ფარგლებში, გაორმაგებული გზავნილის მიმღები შესაბამის SMS-ს გზავნილის განაღდების შემდეგ, მომენტალურად მიიღებს“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“. ცნობისთვის, აქცია 18 ივნისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში გაორმაგებული თანხის მიღება მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაცია აქციის პირობების შესახებ იხილეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)