|
2023-03-20 14:58:16, 660 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლებმა ფოთში, სენაკში, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის, ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურორებმა შეხვედრები ფოთის, სენაკის, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან, საჯარო სკოლის და პროფესიული სასწავლებელის მოსწავლეებთან გამართეს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებებზე ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზები და გენდერული სტერეოტიპები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს ბარიერებზე, რომელსაც ქალები აწყდებიან როდესაც ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. „პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის შესახებ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერას ახორციელებენ. ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)