|
2023-03-19 17:05:20, 1198 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო - ნამდვილად ასეა, ცარიელი ჩონჩხია
საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო, ნამდვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა, არის ცარიელი ჩონჩხი - გული გაგიჩერდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პოლონელი ექიმები ექსპრეზიდენთან ვერ ჩამოდიან, რადგან საქართველო ნებართვას არ გასცემს. „საშინელება მე რომ მკითხოთ, ამაზე უარესი უკვე სიკვდილია. საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო, ნამდვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა არის ცარიელი ჩონჩხი, გული გაგიჩერდება. [პოლონელი ექიმები] ვერ ჩამოდიან, ფაქტია იმიტომ, რომ ის ხალხი გამზადებულია მთელი აღჭურვილობით, თავიანთი მანქანით, რომელშიც ყველაფერია იმისთვის, რომ გაისინჯოს ადამიანი, დაწერონ დასკვნა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჩამოდიან, რადგან ნებართვას აქედან არ აძლევენ, მით უმეტეს, რომ 27 ქვეყანა მიმართავდა“, - ამბობს ალასანია. ცნობისთვის, დღეს, 19 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, რომ პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსასვლელად თანხმობა გასცეს.
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
ჩაქვში მატარებელი 35 წლის ბელორუსის მოქალაქეს დაეჯახა, იგი გარდაიცვალა
შსს - კობა ფარტენაძე ღამე ხმამაღლა არღვევდა წესრიგს, ამიტომ დავიჭირეთ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)