11:59 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 14:41:52, 740 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, ქალაქ ზუგდიდში და წალენჯიხაში, მოსახლეობასთან, მათ შორის, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე პროკურორებმა გენდერული სტერეოტიპები განიხილეს და ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. ასევე, პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის დანაშაულების აღმოფხვრის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

„ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“, აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics