|
2023-03-15 16:39:48, 809 ნახვა
საზოგადოება
15 მარტი ქართული არტილერიის დღეა
15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. ქართული არტილერიის 30 წლის იუბილე აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადებში არტილერისტებს იუბილე სარდლობების წარმომადგენლებმა მიულოცეს. „ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალებიც. სამხედრო მოსამსახურეებს უმწიკვლო სამსახურისთვის და უწყების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედლები, საპატიო სიგელები და სამახსოვრო დაფები გადასცეს. მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე ღია კარის დღეც გაიმართა. თბილისის კერძო სკოლების მოსწავლეებმა ქვედანაყოფში არსებული საარტილერიო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)