|
2023-03-15 12:48:56, 815 ნახვა
საზოგადოება
„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციარებისთვის ვაუჩერის ღირებულება გაიზარდა
„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად, 450 ლარით დაფინანსდებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. „წლიდან წლამდე იზრდება „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი. გასულ თვეში ამ ბავშვების მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მარტში პროგრამაში კიდევ 300 ბავშვი და მოზარდი ჩაერთვებოდა, პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 1 850-მდე შეადგენდა. ასევე, გაიზრდებოდა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვი. ამჟამად, პროგრამის ბენეფიციარებს ცხრა ცენტრი ემსახურება“ , - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებისთვის წლიურად 5 400 ლარი გამოიყოფა. „კიდევ ერთი სიახლის შესახებ გატყობინებთ - გაიზარდა პროგრამის ვაუჩერის ღირებულებაც და ყოველთვიურად, პროგრამის ბენეფიციარები 400 ლარის ნაცვლად 450 ლარით დაფინანსდებიან. თუ გასულ წელს პროგრამის ბენეფიციარებისთვის იხარჯებოდა 4 800 ლარი, ამიერიდან, თითოეული მათგანისთვის 5 400 ლარი იქნება გამოყოფილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)