|
2023-03-14 17:48:33, 718 ნახვა
საზოგადოება
ზაჰესში, თავისუფლების N11 ა კორპუსში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონში, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია 11 მისამართზე მიმდინარეობს, რისთვისაც 440 288 ლარია გათვალისწინებული. "მათ შორის, წყალარინების შიდა და გარე ქსელი ზაჰესში, თავისუფლების N11 ა კორპუსში ხორციელდება. სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100 %-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს", - ნათქვამია გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციაში.
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)