|
2023-03-12 13:59:22, 1023 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით შსს-ს, პროკურატურასა და საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ
არასამთავრობო ორგანიზაციები, 2-3 და 7-9 მარტს აქციებზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე გრძელდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ. ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და უწყებებს დაკავებულების საქმის წარმოების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, დაკავებიდან გათავისუფლების მიუხედავად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს. 2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა. მოვუწოდებთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს - აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება; პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები; სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)