|
2023-03-12 13:03:24, 918 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - მაკრონის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო - ყველა ერთსულოვანია ამ საკითხში
ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ". როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით "ყველა ერთსულოვანია", თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა. "ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ მოგეხსენებათ, ჩვენი ზოგიერთი გადაწყვეტილების მიმღები არის მოქალაქე საფრანგეთის. ყველა ერთსულოვანია ამ საკითხში, განსხვავებული აზრი მე არ მომისმენია. ჩამოთვლიან ამ დიაგნოზებს და ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასწრაფოდ არის საჭირო შველა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი მე ვერ დავინახე. მთალინობაში, ძალიან ცუდი მდგომარეობაა - წევს ადამიანი, ვერ მოძრაობს, ჭამს მინიმალურს", - ამბობს გიული ალასანია. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ, 13 მარტს ენმ-ის წარმომადგენლობა, პეტრე ცისკარიშვილისა და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგში გაემგზავრება და შეხვედრებს გამართავს.
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)