|
2023-03-09 14:08:22, 1155 ნახვა
საზოგადოება
გომური გახარიაზე - ოთხი წლის წინ ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა Gen Z-სთან დგომა
სადმე ქუჩაში რო დაინახავთ აფურთხეთ პირში და სულში, არ მიუშვათ სადაც ხალხი იქნება,- ასე გამოეხმაურა 20 ივნისს, აქციის დაშლისას დაზარალებული მაკო გომური, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლას. გომური სოციალურ ქსელში 4 წლის წინ მომხდარ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ გახარიამ ადამიანები საკუთარ "სისხლში აბანავა" და "ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა". "აი, ამას სადმე ქუჩაში რო დაინახავთ, აფურთხეთ პირში და სულში. არ მიუშვათ სადაც ხალხი იქნება, სადაც თქვენ იქნებით. და ყველა არხი რწყევა ხართ, სადაც ამას მოიწვევთ და რაიმეზე ასაუბრებთ, საერთოდ ყველა. ტიპმა ოთხი წლის წინ ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა. დაგერხევა შენც მალე შე მონა",- წერს მაკო გომური. შეგახსენებთ, რომ, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 8 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)