|
2023-03-01 16:56:30, 969 ნახვა
საზოგადოება
საგაზაფხულო შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი სულ უფრო იზრდება და გზებზე მოძრაობაც მეტად ინტენსიური ხდება. სანამ სასიამოვნო დასვენებას დაგეგმავთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შორ გზაზე მგზავრობისას ავტომობილის შემოწმება ის აუცილებელი პირობაა, რაც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას განსაზღვრავს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტომობილის რომელიმე დეტალი გადამოწმებას საჭიროებს, მაშინ „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო შეთავაზებები საქმეს გაგიმარტივებთ. 1-იდან 8 მარტის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში სპეციალური ფასები მოქმედებს.
საბურავი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც უშუალოდ ეხება გზის ზედაპირს და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი.
აკუმულატორის შემოწმება ცივი ზამთრის შემდეგ აუცილებელია, რადგან ტემპერატურის ცვალებადობა მისი მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ყურადღებას საჭიროებს გადაცემათა კოლოფიც. მასში არსებული საპოხი სითხე, ავტომწარმოებლის გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით უნდა შემოწმდეს და შეიცვალოს. შესამოწმებელი ნაწილების სიაშია ძრავის გაგრილების სისტემაც. გადახურებისაგან მის დასაცავად საჭიროა, რომ სისტემაში ანტიფრიზი ესხას.
ხუნდი სამუხრუჭე სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი დეტალია. მისი არსებობა წინა და უკანა მხარეს და მათი თანაბარი, ერთდროული მუშაობა უზრუნველყოფს ავტომობილის როგორც სწრაფ, მკვეთრ, ისე მდორე დამუხრუჭებას. ამიტომ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ხუნდების ზედაპირის სისქე, საჭიროების შემთხვევაში კი შევცვალოთ. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალების გარდა, მომხმარებელს შეუძლია პროდუქცია, ონლაინ შოპზე შეიძინოს და დამატებითი ფასდაკლება მიიღოს. მეტი კომფორტისთვის კი შესაძლებელია, „თეგეტა მოტორსის“ დისტანციური სერვისებით, პერსონალური მენეჯერის მომსახურებით ან ონლაინჯავშნით ისარგებლოთ. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)