|
2023-03-01 11:47:53, 2040 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის ქვეყნებიდან მოგზაურობის ახალი წესის ამოქმედება 2024 წლამდე გადაიდო
ევროკავშირმა „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემის“ (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადაიდო. სისტემა, რომელიც შენგენის ზონასა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ, 2023 წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო. აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ახალი სისტემა შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ. ამასთან, როგორც ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ETIAS-ის რეგისტრაციისთვის აუცილებელი იქნება სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება და განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროპაში მოგზაურობის ნებართვა 3 წლის ვადით გაიცემა. სამოგზაურო განაცხადის ხელახლა შევსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ მოქალაქე ნებართვის მოქმედების პერიოდში რაიმე მიზეზით პასპორტს შეცვლის. აღნიშნული მომსახურების გადასახადი კი 7 ევროთი განისაზღვრა, რომლის დაფარვაც 18-იდან 70 წლამდე ადამიანებისთვის აუცილებელი იქნება, ხოლო 18 წლამდე და 70 წელს ზემოთ პირებს გადასახადი არ შეეხებათ. ელექტრონულ ანკეტაში, რომელიც ევროპაში გამგზავრებამდე უნდა შეივსოს, მოქალაქეები მიუთითებენ პირად მონაცემებს:
გარდა ამისა, მსურველებს ასევე მოუწევთ, დაასახელონ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც პირველს მოინახულებენ. განაცხადის ფორმაში მოქალაქეებს ასევე შეხვდებათ ველი, სადაც აუცილებელი იქნება კითხვების გაცემა ჯანმრთელობაზე, ნასამართლეობაზე და ა.შ. ევროკავშირის თქმით, ETIAS სისტემა უსაფრთხოების ერთ-ერთი ზომაა და ბლოკს შენგენის ზონაში როგორც უსაფრთხოების, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)