|
2023-02-28 12:49:23, 769 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დანიის სამეფოს ელჩს საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დანიელ დიპლომატს ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის მინისტრმა დანიურ მხარეს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. მინისტრმა დანიელ დიპლომატს ეროვნული გვარდიისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა. დანიურ მხარესთან აქტიური კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ დანიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)