|
2023-02-27 10:49:52, 758 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკმა, რა სად როდის ზამთრის სერიის საუკეთესო ტელემაყურებელს, 5,000 ლარი გადასცა
ბაზისბანკსა და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? შორის პარტნიორობა გრძელდება და ბანკი უკვე მე-11 წელია ტელემაყურებელთა ინტერესების ერთგული დამცველია, რომლის განმავლობაშიც ათასამდე გამარჯვებული ტელემაყურებელი ჰყავს დაჯილდოებული. ყველაზე აზარტული სატელევიზიო შოუს ზამთრის სერია დასრულდა, რომლის დრამატულ და საინტერესო ფინალშიც, ტელემაყურებლების წინააღმდეგ ოთარ საბაშვილის ექვსეულმა ითამაშა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი, ტელემაყურებლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და საბაშვილის ექვსეული ანგარიშით 6:5 დაამარცხეს. ზამთრის სერიის საუკეთესო ტელემაყურებელი და ბროლის ბუს მფლობელი მარიამ საღარაძე გახდა, შეკითხვისთვის გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. მარიამს, ბაზისბანკისგან, როგორც ტელემაყურებელთა ინტერესების დამცველისგან, 5,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცა. „ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გამორჩეულთა შორის გამორჩეული ტელე-პროექტია და ჩემთვის დიდი პატივია ზამთრის სერიის საუკეთესო ტელემაყურებლად დასახელება. რა თქმა უნდა, კვლავაც აქტიურად განვაგრძობ მოაზროვნეებისთვის საინტერესო შეკითხვების შეთავაზებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბაზისბანკს, წარმატებებს ვუსურვებ ინტელექტ-კლუბს და დიდი მხარდაჭერა ტელემაყურებლებს-„ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ.“ - ბროლის ბუს მფლობელი და ბაზისბანკის რჩეული ტელემაყურებელი, მარიამ საღარაძე. “მოხარული ვარ, რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე ინტელექტუალურ შოუში, ერთგულად ვიცავთ ტელემაყურებელთა ინტერესებს. მსურს, მივულოცო ინტელექტ-კლუბს საინტერესო და დაძაბული სეზონის წარმატებით დასრულება და, განსაკუთრებით, ბროლის ბუს მფლობელ მარიამ საღარაძეს, ზამთრის სერიის საუკეთესო ტელემაყურებლის ტიტულის მინიჭება. უკვე დაზუსტებით შემიძლია აღვნიშნო, რომ ბაზისბანკისა და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? შორის პარტნიორობა, 21-ე სეზონშიც გაგრძელდება და 2023 წლის გაზაფხულის სერიიდან კვლავ მედგრად დავიცავთ ტელემაყურებელთა ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ტრადიციულად, ძალიან საინტერესო, დაძაბულ და დაუვიწყარ თამაშებს შევთავაზებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)