|
2023-02-22 16:16:59, 785 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი - ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია უარესდება და კლინიკა ვერაფერს აკეთებს
სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს, დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი,- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდნტი, მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" ექიმების დღევანდელ ბრიფინგს. მისი თქმით, კლინიკაში უარი თქვეს მისი მთავარი დაავადებების, კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე. "კლინიკა ვივამედის ექიმების პრესკონფერენციაში სიმართლე მარტო ის იყო, რომ ჩემი სიტუაცია მძიმეა და სწრაფად უარესდება და, რომ პრაქტიკულად კლინიკა ვერაფერს აკეთებს. დანარჩენი ყველაფერი იყო ტყუილი. ამ კლინიკაში უარი თქვეს ჩემი მთავარი დაავადებების მკურნალობაზე. კერძოდ, მძიმე მეტალებით მოწამვლის, ანორექსიის და კახექსიის მკურნალობაზე. არავის ისე არ სურს სიცოცხლე, როგორც მე! მინდა მოვესწრო უკრაინის გამარჯვებას, რაც ხელის გაწვდენაზეა და ყველა პუტინისტის აღსასრულს. სიმართლე არის ერთი, ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში. ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ "პარლამენტარები", "ჟუნალისტები" ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, შეგახსენებთ, დღეს, 22 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. დავარაშვილის თქმით, პაციენტი დასუსტებულია, არის მწოლიარე მდგომარეობაში, აქვს კიდურების ტკივილი, სხეულის წონა და მასის ინდექსი კი დაქვეითებულია. ბრიფინგზე ასევე ისაუბრა "ვივამედის" ენდოკრინოლოგმა და ნუტრიციოლოგმა სოფო მებუკემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი უარყოფით რეჟიმშია, რაც ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი მისი ორგანიზმის ფუნქციონირებისა და წონის შენარჩუნებისთვის საჭირო კალორიების მესამედს ან მეოთხედს იღებს. ენდოკრინოლოგის აზრით, მადის დაქვეითების ფენომენს თავისუფლების იძულებით აღკვეთა განაპირობებს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)