|
2023-02-21 18:38:15, 745 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშილი სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს, ენრიკო აავის და მისიის წევრებს, რომლებმაც 8-21 თებერვლის პერიოდში სამუშაო შეხვედრები გამართეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქართული მხარის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორებიცაა: ვალების მართვა, მსხვილი გადასახადის გადამხდელთა ოფისი, რისკების ანალიზი და საგადასახადო აუდიტი. როგორც აღინიშნა, მხარდაჭერის ყველა სფეროში მიღწეული პროგრესი აშკარაა. ამასთან, გამოვლინდა არსებული სისუსტეები და გამოწვევები, რომლებიც საჭიროებს დამატებით ყურადღებას. მისიის წევრებმა გამოთქვეს მზაობა, დამატებითი ძალისხმევა გაწიონ შემოსავლების სამსახურში პრიორიტეტულ სფეროებში პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივების მიმართულებით. ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ტექნიკური დახმარების გაგრძელების აუცილებლობას. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)