|
2023-02-21 17:10:04, 643 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - 2022 წელს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა
2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ჯამში 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. ვახტანგ გომელაურის თქმით, საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება. „2022 წელს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, თბილისსა და რეგიონებში ჯამში 8 ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე მუშაობის სტანდარტიზება საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად. ამ ეტაპზე დასრულებულია დოკუმენტაციის შექმნის პირველი ნაწილი, რაც შემთხვევის ადგილზე სამოქმედო პროცედურების გაწერას გულისხმობს. პროცედურების სრულად განხორციელების შემდეგ მოხდება განაცხადის შეტანა აკრედიტაციის მისაღებად. კიდევ ერთი დანაყოფი, რომელშიც გასულ წელს წარმატებით დაინერგა საერთაშორისო ISO სტანდარტი, არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“. ეს უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ აისახება მომსახურების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)