|
2023-02-21 16:30:31, 695 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - 2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი - სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები
2022 წელს დასრულდა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პირველი ეტაპი - სრულად გაიმიჯნა ოპერატიული, საგამოძიებო და პრევენციული მიმართულებები - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას. რაც შეეხება საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერების მიმართულებას, მინისტრის თქმით, ამ მიზნით, სამინისტრომ შეიმუშავა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი ცვლილებები. „საკანონმდებლო ცვლილებები უზრუნველყოფს გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის გააქტიურებას და საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებების დაბალანსებულ გადანაწილებას. გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და მის ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი − სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე. აღნიშნული რეფორმის კონცეფცია შეფასებულია ვენეციის კომისიის მიერ. კომისიის რეკომენდაციები დიდწილად ასახულია ინიცირებულ პროექტში. პროექტი წარდგენილია პარლამენტში, დაწყებულია მისი საკანონმდებლო განხილვის პროცედურები. იმედი გვაქვს, რომ ამ პროცედურების შემდეგ, ცვლილებები ეფექტიანად დაინერგება და ამოქმედდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)