|
2023-02-18 17:34:02, 749 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩის ნაწილზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკი და ჯამში, 4 140 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. ამ დროისთვის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, ახლით შეიცვალა 900 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები დამონტაჟდა. საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „აღნიშნულ ქუჩაზე მძიმე მდგომარეობა იყო. ცუდ მდგომარეობაში იყო კომუნიკაციები. პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამის შემდეგ დავიწყეთ საგზაო სამუშაოები, რომელიც უკვე სრულდება და როგორც ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება კომფორტული იქნება“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. საგზაო სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარია გამოყოფილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)