|
2023-02-17 10:35:16, 819 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო 2021-2024“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, უწყებაში პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. „პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებულია, შვედეთის საელჩოსთან თემატური დიალოგის საფუძველზე. პროგრამა, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებებით, საქართველოს მთავრობის განსაზღვრულ სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე, პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ევრომდეა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კრწანისის ტყეპარკში ჭალის ტყეების აღდგენის გეგმისა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაუმჯობესების პროექტით გათვალისწინებული საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ასევე, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)