|
2023-02-16 12:17:57, 1871 ნახვა
საზოგადოება
„მისი პატიმრობა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს“ - ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის მოძრაობა დაფუძნდა
ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილი "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" აფუძნებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბაჩა შენგელიამ განაცხადა. შენგელიას თქმით, მოძრაობის მიზანი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საპატიმროდან დროული გათავისუფლება იქნება. "ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავებით ქვეყნის ხელისუფლებამ ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა. სრულიად ნათელია, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, ვნებს ევროინტეგრაციის პროცესს და სცდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს. დარწმუნებული ვართ, რომ დღეს, ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის. ამიტომაც, ნიკას მეგობრებმა "რა? სად? როდის?" თამაშიდან და მედიასაშუალების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, დავაფუძნოთ "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა", რომლის მთავარი მიზანი იქნება გვარამიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში", - განაცხადა ბაჩა შენგელიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)