|
2023-02-16 10:45:12, 862 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლება ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის -„ადამიანური რესურსების მართვა“ ფარგლებში განხორციელდა. უწყების ცნობით, ტრენინგის მიზანი იყო შსს-ს აკადემიის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. "სწავლების დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - ალექსანდრე ვინიკოვი დაესწრნენ, რომლებმაც ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილეს იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებიც შსს-ს აკადემიაში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, კერძოდ, შსს-ს აკადემიის თანამშრომელთა შეფასების სისტემისა და სამუშაო აღწერილობების განახლებული კონცეფციის მნიშვნელობას. ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდრე ვინიკოვმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს",- აღნიშNულია ინფორმაციაში..
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)