|
2023-02-14 19:38:56, 1018 ნახვა
საზოგადოება
რა საკითხები იქნა განხილული წმინდა სინოდის სხდომაზე - მეუფე იაკობის განმარტება
ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მედიასთან იმ საკითხების შესახებ ისაუბრა, რომელიც სინოდის სხდომაზე იქნა განხილული. როგორც მეუფე იაკობმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სასულიერო პირებმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია დროებით პატრიარქის გამგებლობაში გადავა. "ყველა ძირითადი საკითხები გავიარეთ, თქვენ იცით, რომ რაც ის მძიმე ომი დაიწყო უკრაინაში, იმის მერე სინოდი არ შეკრებილა, პირველად შევიკრიბეთ. ჩვენ თანაგრძნობა გამოვხატეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი, უდიდესი ტრაგედია ხდება და გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ომი დამთავრდეს ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. მთელი მსოფლიოსთვის ტრაგედიაა, რაც ხდება იქ. ასევე გავიზიარეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები. თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიის ტერიტორიაზეც მოხდა და სირიაში მივუსამძიმრეთ უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს. ასევე, მეუფე ზენონი უწმინდეს შეხვდა და გადაწყდა, რომ დროებით დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა. ასე დროებით იქნება", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)