|
2023-02-14 12:34:04, 788 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, სიკვდილის პირასაა
მე ასეთი არაფერი მინახავს - სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, სიკვდილის პირას არის ნამდვილად, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის ზიარების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ "სასწრაფოდ გასაშვებია". "ვაზიარე და წამოვედი. მე ასეთი არაფერი მინახავს - სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში. რაღაც ერთ ადგილს გაჩვენებთ, რომ მიხვდეთ - აი, ხელი რომ ჩავარდნილი აქვს ადამიანს, წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს? ისეთი გამხდარია, განლევაა უკვე კუნთების. გავგიჟდი, ღრმული აქვს ხელზე. იწვა, ძლივს ლაპარაკობს. თვითონაც მითხრა, რომ მე ასე ცუდად არ ვყოფილვარო. მუცლის შიდა არეშიც აქვს ტკივილები დაწყებული, არ ვიცი. მოკლედ, ე.ი. სიკვდილის პირას არის ნამდვილად. შემიძლია დავიფიცო, ღვთის წინაშე ტყუილი არ მითქვამს და არც ვიტყვი არასდროს რაც არ უნდა მოხდეს, იმედი მაქვს. ტყუილს არ ვამბობ - ძალიან ცუდად არის. მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)