|
2023-02-12 12:46:41, 983 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - პირწმინდად გაათენა მედპერსონალმა - სააკაშვილს სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს
პირწმინდად გაათენა მედპერსონალმა და პაციენტმა - სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტს ტემპერატურა ისევ აქვს. "ოქტომბრის შემდეგ, ბევრად უარესად გახდა იმიტომ, რომ ბევრად პროგრესირებადია ეს ყველაფერი, ეს დიაგნოზები, რომლებიც იყო ჩამოთვლილი და ძალიან ბევრია დიაგნოზი და რაც მთავარია, ინტოქსიკაცია - ეს პროგრესირებს. პირწმინდად გაათენა მედპერსონალმა და თვითონ, რა თქმა უნდა, პაციენტმა. სახსრების გაუსაძლისი ტკივილი აქვს. ფაქტობრივად, კუნთები აღარ აქვს ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს. ტემპერატურაც აქვს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ააშენა თანამედროვე სახელმწიფო და რომელსაც აღფრთოვანებით შეჰყურებდა ძალიან ბევრი სახელმწიფო, ბევრმა გადაიღო ის, რაც ჩვენთან ხდებოდა. ასე რომ, არ არის გასაკვირი ასეთი ყურადღება. ფაქტობრივად, ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც პატიოსანი არჩევნებით აირჩა", - განაცხადა ალასანიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)