|
2023-02-12 11:47:32, 1005 ნახვა
საზოგადოება
ელჩი - მივემგზავრებით სტიქიის ეპიცენტრისკენ - შეძლებისდაგვარად, მიწისძვრის ზონიდან ჩვენს თანამემამულეებს გამოვიყვანთ
თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით, მიწისძვრის ზონიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მოხდება. ამის შესახებ ელჩმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. ჯანჯღავას თქმით, სტიქიის ეპიცენტრისკენ უკვე მიემგზავრებიან. "უკვე ადანაში ვართ. მივემგზავრებით სტიქიის ეპიცენტრისკენ. მოვინახულებთ ქართველ მაშველებს, დავარიგებთ დახმარებას და შეძლებისდაგვარად, მიწისძვრის ზონიდან გამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს", - წერს გიორგი ჯანჯღავა "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 000-ს გადააჭარბა. მსხვერპლთა შორის საქართველოს 5 მოქალაქეა. დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)