|
2023-02-11 10:33:30, 1295 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA 2023“ ქართული სტენდია წარმოდგენილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2023 თოთხმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების ბენეფიციარებს, ამ მნიშვნელოვანი გამოფენის ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ, გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, რაც, სამომავლოდ, ხელს შეუწყობს ქართული აგროპროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესს და ექსპორტის ზრდას“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ. მათივე ცნობით, საერთაშორისო გამოფენაზე FRUIT LOGISTICA 2023, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: შპს აგროლეინი, შპს ბლუბერდი, შპს გოლდენ ფარმსი, შპს ხონის პლანტაციები, შპს როიალ ბერი, შპს FCO, შპს სილქ აგრო ტექნოლოჯის, შპს ჰერბია, შპს ვეს ბესტ ბლუბერი პლანტი, შპს მამბოფროსტი, შპს სიდერი, შპს ბლუ გოლდ ჯორჯია, შპს მწვანე მდელო პროდუქცია. "აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობდა შპს იმერეთის აგროზონა, რომელმაც სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებისა და მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ იმერეთის აგრო ზონის ორივე პროექტის მიმართ პოტენციური ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. შეხვედრები გაიმართა ასევე მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის როგორც არსებულ წევრებთან, ნიდერლანდურ კომპანიებთან, ასევე, რამდენიმე გერმანულ, იტალიურ და დანიურ კომპანიასთან, რომლებიც ცენტრის წევრობით დაინტერესდნენ. FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. გამოფენას, ყოველწლიურად, 80,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 87 ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2,000-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო. FRUITLOGISTICA 2023 10 თებერვალს დასრულდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)