|
2023-02-10 11:51:23, 1045 ნახვა
საზოგადოება
ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. შსს-ს ცნობით, ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველ მეხანძრე-მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა. "ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. ამასთანავე, ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაში. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართული სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)