|
2023-02-10 11:16:12, 996 ნახვა
საზოგადოება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, ახალი სადახლოს სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
ჩატარებული სამუშაოები სარწყავი სისტემის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს; შედეგად, მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ფართობები შეფერხების გარეშე მოირწყვება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 500 ათასი ლარია, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2023 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მაგისტრალურ არხზე მოწყობილი წყალგამტარის რეაბილიტაცია ავარიული წყალსაგდების, ჩამქრობი ჭის, მილსადენისა და გაბიონის კედლების მოწყობას ითვალისწინებს; განხორციელდება ფერდზე კოროზიის საწინააღმდეგოდ დამუშავების სამუშაოები. მათივე ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს გაეცნო. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 60 მლნ ლარის ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, დამატებით, 7 540 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 900 ჰექტარით გაიზრდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)