|
2023-02-09 10:04:37, 947 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იანვარში უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათ შორის 190 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 79 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. "ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 59 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა 31 სამართალდარღვევა, იმერეთში - 30, ქვემო ქართლში - 23, აჭარაში - 18, მცხეთა-მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთშიც - 10, შიდა ქართლში - 4, გურიაში - 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა; ხე-ტყის უკანონო ჭრის 1 ფაქტია გამოვლენილი დედაქალაქში. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 441 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 71 ფაქტი. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)