|
2023-02-06 22:20:06, 1660 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი - ქართული სასამართლო სხდომა ტოტალური ხუმრობა აღმოჩნდა, მე ფაქტობრივად მივიღე სასიკვდილო განაჩენი
მე ფაქტობრივად მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები ციხეში ყველა სასიკვდილო დაავადებით და სასამართლოს განაჩენით, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს, რუსეთის გარდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. მისივე თქმით, ქართული სასამართლო სხდომა მასობრივი ხუმრობა აღმოჩნდა, და შემთხვევითი არ არის, რომ ლავროვმა ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე შეაქო საქართველოს მთავრობა. მან დასძინა, რომ პუტინი თავის მუქარას, როგორც ჩანს თავისი მარიონეტული რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით აკეთებს. "ქართული სასამართლო სხდომა ტოტალური ხუმრობა აღმოჩნდა. მეორეს მხრივ, ჩვენი მტკიცებულება ეფუძნებოდა დეტალურ გამოკვლევას წამყვანი ექიმების გუნდის მიერ აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და საქართველოდან. თითქმის ყველა მათგანმა მნახა, ზოგმა რამდენჯერმე. მთავრობის ექსპერტებს არ შეუწუხებიათ თავი, რომ ერთხელ მაინც ვენახე, მაგრამ სასამართლომ დაუჯერა მათ და არა საერთაშორისო გუნდს, რომელშიც ნობელის პრემიის ლაურეატი იყო და რომელმაც თქვა: თუ ციხეში დავრჩები, მოვკვდები. ასე რომ, ახლა, მე ფაქტობრივად მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები ციხეში ყველა სასიკვდილო დაავადებით და სასამართლოს განაჩენით, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს, რუსეთის გარდა. შემთხვევითი არ არის, რომ ლავროვმა ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე შეაქო საქართველოს მთავრობა და მეც დამესხა თავს. პუტინი დამპირდა, რომ ყვ**ებით დამკიდებდა და როგორც ჩანს ამას თავისი მარიონეტული რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით აკეთებს", - წერს სააკაშვილი. შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)