|
2023-02-06 16:21:15, 878 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნება“ - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო,- ამის შესახებ მმართველი პარტია Facebook-ზე წერს. მათი თქმით, თანაუგრძნობენ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს და თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას",- წერს პარტია სოციალურ ქსელში. აგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი სულ მცირე 5383-ს შეადგენს. სირიის უახლესი შეფასებით, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია აწარმოებს, დაღუპულია 320 ადამიანი. შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსრიდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)