|
2023-02-04 19:06:50, 961 ნახვა
საზოგადოება
კიბოსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდა
4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობების მსგავსად, თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდა. ამ დღის მიზანია კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, რათა ყოველწლიურად, ლეტალობის მილიონობით შემთხვევა იქნას თავიდან არიდებული. ამ დღის აღნიშვნის იდეა კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირს (UICC) ეკუთვნის. ორგანიზაცია ხელისუფლებებსა და ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდებს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გადასარჩენად. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის დევიზია „ერთად აღმოვფხვრათ ხარვეზები“. თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამის განხორციელებით მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობაში კიბოს გავლენის შემცირებას. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის გადანერგვის (ე.წ. ლეიკემიის) ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამებს ახორციელებს. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 27 160 600 ლარს შეადგენს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)