|
2023-02-02 21:39:37, 1072 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთიდან გამსვლელებისთვის დაიკეტა
ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ყველა სახის ტრანსპორტის გადასასვლელი დაკეტილია, იტყობინება ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო თავის ტელეგრამაში. - ინფორმაციას РБК ავრცელებს. „2023 წლის 2 თებერვლის 19:15 საათიდან ქალაქ ვლადიკავკაზის - ლარსის დასახლების მონაკვეთზე რუსეთის ფედერაციის გასვლის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია განცხადებაში. აკრძალვა იმოქმედებს შემდგომ შეტყობინებამდე. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, რომ მსგავსი რეკომენდაცია საქართველოს სასაზღვრო სამსახურისგანაც მიიღეს. სექტემბერში, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. სახმელეთო საზღვრებზე მრავალკილომეტრიანი რიგი გაჩნდა. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მისი სიგრძე 20 კილომეტრზე მეტს აღწევდა. საზღვრის კვეთის მსურველებს რიგში ორი დღის განმავლობაში უწევდათ დგომა. 21 სექტემბრის შემდეგ პირველ სამ დღეში მხოლოდ საქართველოს საზღვარი თითქმის ხუთი ათასმა ავტომობილმა გადმოკვეთა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)