|
2023-02-02 15:41:21, 997 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში საერთაშორისო სწავლებას „ზამთარი 2023“ დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე მრავალეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საპატიო სტუმრებს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა ყარსში უმასპინძლა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მან საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონალური და მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრთან ერთად საპატიო სტუმრების დღეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ. თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)