|
2023-02-02 11:49:02, 818 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო
ლიცენზია, რომელსაც იღებს ტაქსის მძღოლი, უნდა იყოს არა უბრალოდ ქაღალდი, არამედ აქტივი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გააცნო საზოგადოებას ტაქსის რეფორმის პრინციპები და ეტაპები. მისი თქმით, ეს პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე ლიცენზიები გაიცა. მეორე ეტაპზე კი, 2019 წლიდან ძალაში შევიდა რეგულაცია მარჯვენასაჭიანი და განსხვავებული ფერის ავტომანქანების შეზღუდვაზე და ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. „ვისაც არ ჰყავდა თეთრი ავტომანქანა, დავეხმარეთ მათ, რომ შეეღებათ ან გადაეკრათ თეთრი ფირი ისე, რომ ერთი ლარის გადახდაც არ უწევდათ. A კატეგორიის ტაქსისთვის განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი - თეთრი ფერი და მანათობელი ნიშნები, წარწერით TAXI TBILISI, გარდა ამისა, მათთვის დედაქალაქში გაჩნდა ადგილები, სადაც შეუძლიათ ავტომანქანების გაჩერება და ამაში არანაირ გადასახადს არ იხდიან. აღნიშნული რეფორმის შედეგად გაიცა ნებართვები: A კატეგორიაში 19 348, ხოლო B კატეგორიაში - 7 798. მეორე კატეგორიაში გადიან ტაქსები, რომლებსაც არ აქვთ თეთრი ფერი და მუშაობენ აპლიკაციით. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის უცხოელ ექსპერტებს. პრეზენტაციას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)